„დამაკვირდი”

„ვერ ვიტან აუტანელ სიცხეს, ოქროს მიწაში და გაუტანელ ამხანაგს!” – ვახტანგ ჯავახაძე – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არ შეგეშინდეს, საქართველოვ! ღმერთით, გასძელი!..” – ვაჟა ოთარაშვილი

* * *

„ვის პურსაცა სჭამენ, იმის ხმალს იქნევენ, საცა ძაღლი სალაფავს სჭამს, იქა ჰყეფს”. – ვაჟა-ფშაველა

* * *

„ყველა ფულიანს ნუ ენდობი: ზოგი გადაცმული გლახაკია!” – ვახტანგ ჯავახაძე

* * *

„რეგვენი, უმეცარი ადამიანი მსჯელობაში მუდამ თამამია”. – ვაჟა-ფშაველა – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საქართველოს ღვთის ბეჭედი აზის!” – ვაჟა ოთარაშვილი

* * *

„დამძიმდა ცოდვებით კაცობრიობა”. – ვახტანგ ჯავახაძე

* * *

„სიყვარული – არასოდეს ბერდება!” – ვაჟა ოთარაშვილი

* * *

„თუ კაცმა არ მოინდომა, ვერაფერს გააკეთებს”. – ვაჟა-ფშაველა

* * *

„მოეკვეთება ყველას მარჯვენა, მეფეზე მეტად ვინც იარწივებს!” – ვაჟა ოთარაშვილი – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება