ნატალია გონჩაროვა – „ეპიზოდი”
„რუსული პოეზიის მზედ” წოდებული – ალექსანდრე პუშკინის ოდნავ ელამი, თუმცა კი ულამაზესი მეუღლის – ნატალია გონჩაროვას (1812-1863 წლები) ბავშვობის ხანა ია-ვარდით მოფენილი მართლაც რომ არ ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) მის დიდგვაროვან მამას – ნიკოლოზ გონჩაროვს ფსიქიკური აშლილობის ფორმები ახასიათებდა, რაც აუტანელსა და გაუსაძლის ხდიდა ოჯახის ცხოვრებას. ერთ-ერთი ვერსიით, ამის გამომწვევ მიზეზად 1810 წელს ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად მიღებული თავის ტრავმა სახელდება. მეორე ვესიის თანახმად კი, ნიკოლოზს, ფსიქიკური პრობლემები ალკოჰოლური სასმელების მასიურმა მოხმარებამ შეუქმნა. ფსიქიკური აშლილობის ჟამს ნიკოლოზი საკუთარ თავზე ყოველგვარ კონტროლს კარგავდა: იგი დანით ხელში დასდევდა საკუთარ ცოლ-შვილს და მოკვლით ემუქრებოდა მათ. ასეთ შემთხვევებში პუშკინის მომავალი სიდედრი – ნატალია ზაგრიაჟსკაია იძულებული ხდებოდა ბავშვებთან ერთად სახლიდან წასულიყო და თავი მამამთილის მამულისათვის შეეფარებინა. – (ავტორი გენია.ჯი)
ნიკოლოზ გონჩაროვი
ნატალია ზაგრიაჟსკაია