კლარა ცეტკინი – „ეპიზოდი”
„რევოლუციის ბებიად” წოდებული ქალთა უფლებების საყოველთაოდ ცნობილი გერმანელი დამცველი და გერმანიის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი – კლარა აისნერი (1857-1933 წლები), იგივე – კლარა ცეტკინი, ვის სახელთანაც ასოცირდება ქალთა საერთაშორისო დღის – „8 მარტის” დაარსება, დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა ებრაული წარმომავლობის მქონე პოლონელ ფემინისტ ქალთან – როზა ლუქსემბურგთან. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ახლო მეგობრობისა და პოლიტიკური იდეების თანხვედრისა, კლარასა და როზას შორის მაინც იყო რიგ საკითხებზე უთანხმოება. ყველაზე დიდმა განხეთქილებამ მათ შორის მაშინ იფეთქა, როდესაც 1907 წელს ცეტკინმა შეიტყო, რომ 36 წლის ასაკში მყოფ მის მეგობარ როზასა და 22 წლის ასაკში მყოფ საკუთარ ვაჟს – კონსტანტინეს შორის სასიყვარულო რომანი იყო გაბმული. აღნიშნულ გარემოებას ის 600-ზე მეტი წერილიც ადასტურებს, რომლებიც როზამ და კონსტანტინემ რამდენიმე წლის განმავლობაში გაუგზავნეს ერთურთს.
ეს ორი ფემინისტი ქალი მხოლოდ მას შემდეგ შეურიგდნენ ერთმანეთს, რაც კონსტანსტინესა და როზას შორის ყოველგვარი ურთიერთობა იქნა შეწყვეტილი. 1919 წლის 15 იანვარს როზა ლუქსემბურგი ანტიკომუნისტმა აქტივისტმა – გერმან ვილჰელმ სუშონმა იმსხვერპლა. მან მსხვერპლს ტყვია თავში დაახალა, ცხედარი კი არხში გადაისროლა. თავად კლარამ როზა ლუქსემბურგის მკვლელობის შემდეგ 14 წელიწადი იცოცხლა. მიუხედავად წარსულში მომხდარი რიგი გაუგებრობებისა, სიკვდილის სარეცელზე მყოფი ცეტკინი მაინც ხშირად იგონებდა ლუქსემბურგს და მისი უკანასკნელი სიტყვებიც – „როზა” ყოფილა. – (ავტორი გენია.ჯი)
როზა ლუქსემბურგი
როზა ლუქსემბურგი და კონსტანტინე ცეტკინი
კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი