ინდოეთის რესპუბლიკის ეროვნული დროშა – „ეპიზოდი”
ინდოეთის რესპუბლიკის ეროვნული დროშა ერთადერთი სახელმწიფო დროშაა მსოფლიოში, რომლის დასამზადებლად საჭირო ქსოვილის გამოყენებაზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ, ამ სამხრეთ აზიური ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული სიმბოლო დამზადებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური სახის ქსოვილისაგან, რომელსაც – „ხადი” ეწოდება. აღნიშნულმა ქსოვილმა ეგზომ დიდი პოპულარობა ინდოეთში მაჰათმა განდის წყალობით მოიპოვა. სხვა სახის ქსოვილისაგან დამზადებული ინდოეთის ეროვნული დროშის გამოყენება კანონის ძალით აკრძალულია და შესაბამისად, დანაშაულად არის მიჩნეული. თავის მხრივ, ასეთი სახის დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან კიდევ სოლიდური ჯარიმით ისჯება ინდოეთში. – (ავტორი გენია.ჯი)
ხადის ქსოვილი