ღვთის წყალობაა სიცოცხლე,
რისთვისაც გული ტრფიალებს.
ღვთის წყალობაა ჩიტი, რომ
ხის ტოტზე ზის და ფრთხიალებს.
ღვთის წყალობაა ტაძრიდან
ტკბილად რომ ზარი წკრიალებს.
ღვთის წყალობაა ა ეს მზე,
ცაზე რომ ახლა იალებს.