მიხეილ ბულგაკოვი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ლიტერატურული ქმნილების – „ოსტატი და მარგარიტა”-ს გენიალური რუსი ავტორი – მიხეილ ბულგაკოვი (1891-1940 წლები), სამოქალაქო ომის მიმდინარეობის დროს ბოლშევიკებს დაუპირისპირდა. იგი თეთრგვარდიელთა არმიის შემადგენლობაში სამხედრო ექიმის ფუნქციას ასრულებდა და მათ კავკასიამდეც კი ჩამოჰყვა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც ხელისუფლება ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ძალადობრივად ხელში, ერთადერთი, რამაც მას საზღვარგარეთ ემიგრაციაში წასვლისაგან შეუშალა ხელი, მისივე ავადმყოფობა გახლდათ. ბულგაკოვი ტიფის ინფექციური დაავადებით იყო დასნეულებული.
გარდა მიხეილისა, „თეთრების” მხარეზე იბრძოდნენ ლიტერატორის უმცროსი ძმებიც – ნიკოლოზი და ივანე. მათ საკუთარი ძმისგან განსხვავებით, ემიგრაციაში წასვლა მოახერხეს.
საინტერესოა ის, რომ მწერალი არასოდეს მალავდა თავის „თეთრ” წარსულს. იგი საბჭოთა ანკეტების შევსებისას ყოველთვის აღნიშნავდა იმ გარემოებას, რომ უწინ „თეთრების” მხარდახარ იბრძოდა „წითლების” წინააღმდეგ. მას ეს გარემოება მაშინაც კი არ დაუმალავს, როდესაც 30-იანი წლების საბჭოეთში საშინელი რეპრესიები გაჩაღდა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ, მიუხედავად ამისა, ბულგაკოვისათვის კომუნისტებს ხელი მაინც არ უხლიათ. – (ავტორი გენია.ჯი)