იცით თუ არა, რომ?!

1. გენიალური ამერიკელი მულტიპიკატორის – უოლტ დისნეის შესახებ მისი უახლოესი ადამიანები ამბობდნენ, რომ პუბლიკის წინაშე იგი ერთობ კეთილშობილი კაცის როლს ირგებდა, ოჯახში კი – ნამდვილი ტირანი გახლდათო. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2.  დინორნისი (ამომწყდარი ფრინველების გვარი მოასნაირთა რიგისა) – 4 თვეში ერთხელ დებდა კვერცხს, რომლის წონა – 7 კილოგრამს შეადგენდა.

* * *

3. ლეგენდად ქცეული ინგლისელი მუსიკოსის – ჯონ ლენონის მკვლელს – მარკ დევიდ ჩეპმენს, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, დღეის მდგომარეობით 11-ჯერ ეთქვა უარი განთავისუფლებაზე.

* * *

4. „სოულის დედოფლად” წოდებული ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი მომღერალი – არეტა ლუიზა ფარნკლინი, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, 12 წლის ასაკში დაორსულდა.

* * *

5. ადოლფ ჰიტლერის პირად არქიტექტორს, მესამე რაიხის შიარაღების და საომარი მომარაგების მინსტრს – ალბერტ შპეერს ზედსახელად – „ეშმაკის არქიტექტორი” უწოდეს. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. დალურჯებულ ადგილს სხეულზე სამედიცინო ენაზე – „ლები” ჰქვია.

* * *

7. საყოველთაოდ ცნობილი ჩინელი მსახიობი და რეჟისორი – ჯეკი ჩანი, „კუნგ-ფუ”-ს საბრძოლო ხელოვნებით ჯერ კიდევ 4 წლის ასაკიდან დაკავდა.

* * *

8. ვეფხვებს სიბნელეში 5-ჯერ უკუთესი მხედველობა აქვთ, ვიდრე ადამიანებს.

* * *

9. ადამიანის მსგავსი მაიმუნების გვარის ერთ-ერთ წარმომადგენელი – შიმპანზე – ერთადერთი ცხოველია დედამიწაზე, რომელსაც სარკეში საკუთარი თავის ცნობა შეუძლია.

* * *

10. უკანასკნელი 4 000 წლის განმავლობაში ადამიანს არც ერთი ცხოველი არ მოუშინაურებია. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>