„დამაკვირდი”

„სინდისის, სამართლიანობის, სიბრძნისა და სწავლა-განათლების შეფასებისას ადამიანები იმდენად სუბიექტურები არიან, რომ ძნელად მოინახება პიროვნება, რომელიც აღიარებს მათ არსებობას სხვა ადამიანში, ან სწორად განსაზღვრავს, თავად მას რა რაოდენობით გააჩნია ეს ღირსებები”. – ჯონათან სვიფტი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მე პატივისცემას მოვითხოვ, პატივისცემას-მეთქი!” – თედორე დოსტოევსკი

* * *

„მამაკაცებს ძალადობისკენ აქვთ მიდრეკილება”. – ჯონ აპდაიკი

* * *

„მეტყველების დანიშნულება ისაა, რომ მოსაუბრეებმა ერთიმეორეს გაუგონ და გაიგონ ნამდვილად მომხდარი ფაქტები. აქედან გამომდინარე, თუ ვინიცობაა, ვინმე ისეთ რამეს იტყვის, რაც არ არის, ამით ენა თავის მნიშვნელობას კარგავს, რადგანაც მსმენელი ვერაფერს გაიგებს მოსაუბრისაგან და არათუ არავითარ ცნობას არ მიიღებს მომხდარი ფაქტის შესახებ, არამედ კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდება, ვინაიდან აიძულებენ დაიჯეროს, რომ ესა თუ ის საგანი შავია, როცა ის თეთრი ან მოკლეა, როცა ის გრძელია”. – ჯონათან სვიფტი

* * *

„საუკეთესო, რაც გაგაჩნია, შენი თავია, შენი თავი”. – ტონი მორისონი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიცრუე საყოველთაოდაა გავრცელებული ადამიანთა შორის”. – ჯონათან სვიფტი

* * *

„ზედმეტი სიამაყე კაცს კარგს არაფერს უქადის”. – ტონი მორისონი

* * *

„ყველა ადამიანს სურს გადაწიოს თავისი სიკვდილის დრო”. – ჯონათან სვიფტი

* * *

„ზოგჯერ პოპულარობა ძვირად უჯდებათ”. – ჯეინ ოსტინი

* * *

„უკვდავება ადამიანთა მოდგმის საყოველთაო ნატვრა და სურვილია”. – ჯონათან სვიფტი – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>