მარიო პიუზო წერდა…
„ამქვეყნად არიან ადამიანები, რომლებიც ლამის ითხოვენ, მომკალითო. ასეთები ბანქოს თამაშისას ჩხუბს ტეხენ, გაცოფებული გადმოხტებიან ხოლმე მანქანიდან, თუკი ვინმემ შემთხვევით მათ ავტომობილს გვერდი ოდნავ გაუკაწრა, შეურაცხყოფას აყენებენ და აღიზიანებენ ადამიანებს, რომელთა შესაძლებლობებზე წარმოდგენაც კი არ აქვთ. მინახავს ბრიყვი, რომელიც უაღრესად საშიში ადამიანების მთელ ჯგუფს იწვევდა მაშინ, როცა ზურგს არავინ და არაფერი უმაგრებდა. ასეთები ამქვეყნად თითქოსდა დაეხეტებიან ყვირილით: „მომკალით, მომკალით”… და ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ადამიანი, რომელიც ამ თხოვნას შეუსრულებს”.