ჯონ კენედი – „ეპიზოდი”
„სამი დღის განმავლობაში ქალთან ურთიერთობა რომ არ მქონოდა, თავის საშინელი ტკივილები მეწყებოდაო”, – გულღიად უღიარებია ოდესღაც ამერიკის შეერთებული შტატების ქარიზმატულ პრეზიდენტს – ჯონ ფიცჯერალდ კენედის (1917-1963 წლები). ასეთი გამონათქვამი შესაძლოა პრეზიდენტი კაცისათვის შეუფერებელი იყოს, მაგრამ ბევრის მეტყველი კია. (ავტორი გენია.ჯი) ხალხს უყვარდა თავისი ახალგაზრდა პრეზიდენტი. პრეზიდენტს კი ძალიან უყვარდა „სუსტი სქესის” წარმომადგენლები. დიდი სიყვარული იყო მიზეზი იმისა, რომ კენედის ამ „ნაკლს” დიდსულოვნად პატიობდა ამერიკელი ხალხი და ამერიკული მედია. შედეგად, პრესასა და ტელევიზიაში ჯონის მრავალრიცხოვანი სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ ინფორმაციები ფართოდ არ აფიშირდებოდა. ამ დროს კი, კენედის ფავორიტ ქალბატონებს შორის მრავლად იყვნენ ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები, მომღერლები, მოცეკვავეები… სტრიპტიზიორებიც კი… თავის მხრივ, პრეზიდენტი გულუხვად აჯილდოვებდა მათ: ისინი თავბრუდამხვევი სისწრაფით მიიწევდნენ წინ კარიერულ საფეხურზე.
„ნებაყოფლობითი ჰარემი” – ასე მოიხსენიებდა ხალხი საერთო ჯამში პრეზიდენტის მრავალრიცხოვან საყვარელთა კრებულს. კრებულს, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა პერიოდებში ისეთი ვარსკვლავური ლამაზმანები შედიოდნენ, როგორებიც გახლდანენ „ამერიკელ ვენერა მილოსელად” წოდებული – მერილინ მონრო; 1931 წლის „მის დანია” – ინგა მარია არვადი; „ახალ ჯოკონდად” სახელდებული მსახიობი – ჯინ თიერნი; „წითურ ჯადოქრად” წოდებული ულამაზესი ანგლო-ამერიკელი არისტოკრატი ქალი, უინსტონ ჩერჩილის ყოფილი რძალი – პამელა დიგბი ჩერჩილ-ჰარიმანი; ჯუდით ექსნერი – ინტრიგებით გამორჩეული მსახიობი ქალი, ვინაც განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობდა ამერიკელ მაფიოზებში; გერმანული წარმომავლობის მქონე სტრიპტიზიორი – ელენ რომეჩი, ვისი მშვენიერების ტყვე კენედის გარდა არაერთხელ გამხდარან სხვა ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსებიც; გონიერებით გამორჩეული ქერათმიანი ლამაზმანი – ჯეინ მენსფილდი… ელისაბედ ტეილორი… ანჯელინა ბრაუნი… მერილინ პოლინ ნოვაკი და სხვანი და სხვანი. – (ავტორი გენია.ჯი)
მერილინ მონრო
ინგა მარია არვადი
ჯინ თიერნი
პამელა ჰარიმანი (ჩერჩილის ყოფილი რძალი)
ჯუდით ექსნერი