მიხეილ ლერმონტოვი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი რუსი პოეტი - მიხეილ ლერმონტოვი (1814-1841 წლები), ვისაც უკიდურესი ეგოცენტრულობა და გართულებული პატივმოყვარეობა გამოარჩევდა, ხშირად შედიოდა კონფლიქტში გარშემომყოფებთან. (ავტორი გენია.ჯი) ბავშვობის წლებზე რომ არაფერი ვთქვათ, კონფლიქტების სიმცირეს ეს ცრუმორწმუნე და ყიამყრალი კაცი არც უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში უჩიოდა. უნივერსიტეტში, სადაც მას ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა გააჩნდა უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებთან. მათთან წარმოშობილ კონფლიქტებს 2 წლის განმავლობაში ლერმონტოვის გავლენიანი და დიდგვაროვანი ბებია – ელისაბედ არსენიევი აგვარებდა. ცნობისათვის, მიხეილის ბებიას – „რუსული ლიტერატურის ყველაზე ცნობილი ბებიის” ტიტული მიანიჭეს, რაც უდაოა, რომ ბევრის მეტყველი ფაქტია. ელისაბედის მიერ გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, ლერმონტოვი უმაღლეს სასწავლებელს მაინც დროზე ადრე გამოემშვიდობა.
ხულიგნური და გამომწვევი ქცევები მიხეილს არც ზრდასრულობაში განუშორებია თავიდან. ის კი არადა, კიდევ უფრო აუტანელი გახდა მისი გამოხდომები. ამიტომაც უსვამენ მისი ბიოგრაფები ხაზს, ლერმონტოვის ყველა დუელი სწორედ რომ მის მიერ იყო პროვოცირებულიო. წერდნენ იმასაც, „მიხეილი მუდმივად თავად უწევდა პროვოცირებას კონფლიქტებს და შემდგომ აკვირდებოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენებიო”.
მოწინააღმდეგის სახეში შუბლის მოულოდნელად ჩარტყმა – ყველაზე დამახასიათებელი თვისება ყოფილა თავხედობით გამორჩეული ლერმონტოვისთვის. კაცისთვის, რომელსაც ძალიან უყვარდა შეურაცხმყოფელი ხუმრობები და სხვისი დამცირება. ხელჩართული ორთაბრძოლის დიდი ნაწილი ლერმონტოვის შემთხვევაში დუელით სრულდებოდა. ერთ-ერთი ასეთი დუელი მისთვის, საბოლოო ჯამში, საბედისწერო აღმოჩნდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ელისაბედ არსენიევა (ლერმონტოვზე მზრუნველ-მოამაგე სახელოვანი ბებია)