ეკატერინე II – „ეპიზოდი”
ძველი რომის იმპერიის ოდიოზი იმპერატორი – კალიგულა – სენატორის რანგში აღზევებულ საკუთარ ცხენს ეტრფოდა; ნაპოლეონ ბონაპარტი – ცხელი აბაზანების მიღების განსაკუთრებულად მოტრფიალე პიროვნება გახლდათ; პეტრე I დიდი – მყუდრო გარემოზე აფანატებდა თურმე. აი, რუსეთის საყოველთაოდ ცნობილი იმპერატორი-ქალი – ეკატერინე II კი, ყავის არომატული სასმელის გამაღმერთებელ მონარქად იყო ქცეული. (ავტორი გენია.ჯი) მისი ბიოგრაფების ცნობით, დედოფალი ყოველ ჯერზე განსაკუთრებული სიმაგრის მქონე ყავას გეახლებოდათ: მისთვის ერთი ფინჯანი ყავის დასამზადებლად 5-6 კოვზ ყავას იყენებდნენ ხოლმე. მას შემდეგ, რაც იგი ყავით „დანაყრდებოდა”, მოსამსახურეებს უფლებას აძლევდა მისთვის მოხარშული ყავა ხელახლა მოეხარშათ და მიერთვათ ნებისამებრ. ყავა კი იმ რაოდენობით იყო მოხმარებული დედოფლის ფინჯანში, რომ ლაქიები სამჯერაც ხარშავდნენ მას.
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსიით, ეკატერინეს გარკვეული მიზეზი გააჩნდა ყავის ეგზომ გაღმერთებისა: მისი მბრძანებლობის ეპოქაში ამ არომატულ სასმელს ძირითადად და უმეტესწილად მამაკაცები მიირთმევდნენ. შედეგად, იგი განსაკუთრებული სიმაგრის მქონე ყავის მოხმარებით ყველას ანიშნებდა, რომ „ძლიერი სქესის” წარმომადგენლებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)