ირაკლი აბაშიძე – „მთავარი ნიჭი”

მთავარი ნიჭი -

სხვა რამ ნიჭი არა თქვას კაცმა,

(ნიჭს და ბედ-იღბალს

ნურვინ აღრევს,

ნურვინ შეურევს).

მთავარი ნიჭი:

თავის დროზე

წერტილის დასმა -

მხოლოდ ეს ნიჭი

კოდში უდევთ მარტო რჩეულებს.

მაგრამ ვაი, რომ

როცა ბოლოს მოდის გამჩენი,

მოდის გამჩენი, უკვე სამტროდ,

სამუხანათოდ.

წერტილის დასმა -

თვით რჩეულთაც

უთრთით მარჯვენი,

წერტილის დასმა -

თვით რჩეულთაც ნიჭი ღალატობთ.

კომენტარის დატოვება