ოდრი ჰეპბერნი – „ეპიზოდი”
XX საუკუნის მეორენახევრის კინემატოგრაფიის ერთ-ერთ მშვენება, ბრიტანელი ოსკაროსანი მსახიობი ქალი – ოდრი ჰეპბერნი, ვინაც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სპეციალური ელჩის სტატუსით იყო აღჭურვილი დიდი ხნის განმავლობაში, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა ოჯახურ გარემოცვაში. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა მისი ახლო მეგობრისათვის, დიდებული ანგლო-ამერიკელი მსახიობისთვის – ელიზაბეთ ტეილორისათვის, ოდრის გარდაცვალებით თავზარდაცემულსა და სასოწახდილს მრავლისმეტყველად წარმოუთქვამს: „ღმერთს კიდევ ერთი ანგელოზი გაუჩნდაო”. – (ავტორი გენია.ჯი)