იცით თუ არა, რომ?!
1. ალექსანდრე პუშკინის ერთ-ერთი ინტერესის საგანს ბოშა ხალხის კულტურისა და ტრადიციების შესწავლა წარმოადგენდა. იგი იმდენადაც კი იყო დაინტერესებული აღნიშნული გარემოებით, რომ ბოშური ენის შესწავლას მიჰყო ხელი. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ადოლფ ჰიტლერი ყავას არ სვამდა. იგი უპირატესობას ვაშლის წვენსა და მინერალურ წყლებს ანიჭებდა.
* * *
3. მსოფლიო კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ბრიტანელ მშვენებას – ოდრი ჰეპბერნს იმდენად ახლო ურთიერთობა გააჩნდა დიდ ამერიკელ მწერალთან – ტრუმენ კაპოტესთან, რომ მას „საუკეთესო მეგობარს” უწოდებდა. თავის მხრივ, ეს გენიალური ლიტერატორი ოდრის – „ღვიძლ დად” მოიხსენიებდა.
* * *
4. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ცენტრალურ აზიაში, კერძოდ კი ჩინეთის ტერიტორიაზე არსებულ ტაკლა-მაკანის უდაბნოში პერიოდულად მოდის ხოლმე თოვლი. ერთხელ იქ 11 დღის განმავლობაშიც კი შეუწყვეტლივ ითოვა.
* * *
5. ადრიანე IV (ერისკაცობაში – ნიკოლას ბრეიქსპირი) ეროვნებით ერთადერთი ინგლისელი გახლდათ, ვისაც პატივი ხვდა წილად – რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი გამხდარიყო. ადრიანემ სხვა რიგი გარემოებების გარდა იმითაც გაითქვა სახელი, რომ მან ყველა რომაელი შეაჩვენა და ანათემას გადასცა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. დღეისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ფსიქიკურ დაავადებად მედიკოსები – დეპრესიას ასახელებენ.
* * *
7. ძროხებს ზედა კბილები არ გააჩნიათ.
* * *
8. ყველაზე მგრძნობიარე თითს ადამიანისა – საჩვენებელი თითი წარმოადგენს.
* * *
9. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ესტონეთში ჭაობი ერთ-ერთ ეროვნულ სიამაყედ არის მიჩნეული. ჭაობებს აღნიშნულ სახელმწიფოში ქვეყნის ტერიტორიის მეოთხედი უკავიათ.
* * *
10. თანამედროვე ვეშაპების წინაპრები მსოფლიო ოკეანეებში ჯერ კიდევ 55 მილიონი წლის წინათ დრეიფობდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)