პიუს IX – „ეპიზოდი”
რიგით 255-ე რომის პაპი - პიუს IX (1792-1878 წლები) ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის (32 წლის) განმავლობაში განაგებდა რომის კათოლიკურ ეკლესიას. წმინდა პეტრეს მმართველობის ჟამიდან მოყოლებული პონტიფიკოსის ტახტი ესოდენ დიდი ხნის განმავლობაში არავის დაუკავებია რიგი მიზეზების გამოისობით. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, რეკორდსმენი პიუს IX გახლდათ ის პირველი რომის პაპიც, რომელიც ფოტოზე იქნა აღბეჭდილი 1950 წელს.
როგორც ცნობილია, ფოტოგრაფიის გამოჩენამ და განვითარებამ სასულიერო პირებს შორის თავდაპირველად აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ეკლესიის მამები საუკუნეების განმავლობაში სახვითი ხელოვნების მფარველობით იყვნენ გამორჩეულნი. ფოტოგრაფიას კი ბევრი მათგანის აზრით, მხატვრობისაგან განსხვავებით, ხელოვნებასთან საერთო არაფერი ჰქონდა. შედეგად, რამდენიმე გავლენიანი კარდინალი იმის წინააღმდეგ გამოვიდა, რომ პიუსის ფოტოგრაფირება არ განხორციელებულიყო. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და რიგი წინააღმდეგობებისა, პიუსმა ფოტოგრაფია – ხელოვნების ერთ-ერთ დარგად მაინც აღიარა და მრავალ ფოტოზეც აღბეჭდა თავისი გარეგნობა. – (ავტორი გენია.ჯი)