მარკუს ტულიუს ციცერონის პირადი ცხოვრებიდან…

გენიალური ძველ რომაელი ორატორის, ფილოსოფოსისა და სახელმწიფო მოღვაწის - მარკუს ტულიუს ციცერონის (ძვ.წ.აღ-ით 106-43 წლები) არისტოკრატული წარმომავლობის მქონე მეუღლე – ტერენცია, ერთობ პატივმოყვარე, ამბიციურ და ეჭვიან ქალბატონს წარმოადგენდა. მას ძალიან დიდი გავლენა გააჩნდა ქმარზე, რასაც თავად ციცერონიც აღიარებდა. ტერენცია მეუღლის სახელმწიფოებრივი საქმეებით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე საოჯახო საქმეებითო, შენიშნავდნენ მისი თანამედროვეები. (ავტორი გენია.ჯი) 30 წლიანი თანაცხოვრების შემდგომ 60 წლის ასაკში მყოფი მარკუსი და ტერენცია ერთმანეთს დაშორდნენ. ოჯახის დანგრევაში ბრალი ციცერონმა ყოფილ ცოლს დასდო. იგი ამბობდა, რომ ტერენცია ნაკლებად ზრუნავდა მასზე. გარდა ამისა, ქალი თურმე ქმრის მალულად აწარმოებდა ორმაგ ბუღალტერიას და ჩართული იყო ფინანსურ მაქინაციებში.

ციცერონსა და ტერენციას 30 წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ქალ-ვაჟი შეეძინათ. ერთადერთი ქალი, რომელიც მართლაც რომ მთელი გულით უყვარდა დიდ რომაელ ორატორს, მისივე ქალიშვილი – ტულია გახლდათ, ვისაც მამა მოფერებით – „ტულიოლას” ეძახდა. ციცერონის მტრები ცინიკურად შენიშნავდნენ, რომ მას ერთობ „გადამეტებით” უყვარს თავისი ქალიშვილიო (რომი ხომ ძალიან აღმერთებდა ასეთი ხმების დაყრას იმ პერიოდში). საკუთარი ვაჟის შესახებ მარკუსი პირად წერილებში თითქმის არაფერს წერდა, და ეს მაშინ, როდესაც ტულიას იგი ხშირად მოიხსენიებდა გულთბილი სიტყვებით.

ძვ.წ.აღ-ით 45 წლის თებერვლის თვეში 33 წლის ასაკში მყოფი ციცერონის საყვარელი ქალიშვილი გარდაიცვალა. იგი მშობიარობის პროცესს ემსხვერპლა. აღნიშნულმა ტრაგედიამ მარკუსს თავზარი დასცა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ მამას დიდი ხნის განმავლობაში არც არავის დანახვა სურდა და არც რაიმე საქმით დაკავება, რის გამოც იგი საცხოვრებლად რომის გარეუბანში არსებულ მყუდრო აგარაკზე გადავიდა საცხოვრებლად. მგლოვიარე და განმარტოებული ციცერონი რეგულარულად აცდენდა პოლიტიკურ შეხვედრებსა და სხდომებს. ასეთ შემთხვევებში თავს იმით იმართლებდა, რომ ავად იყო, რადგან ქალიშვილის გარდაცვალება იმ პერიოდის პატრიარქალურ რომში საპატიო მიზეზად არ მიიჩნეოდა.

რამდენიმე ხანში ციცერონი შეიპყრო თავისი საყვარელი ქალიშვილის სახელზე ტაძრის აგების იდეა-ფიქსმა. მიუხედავად დიდი მონდომებისა, მარკუსმა ეს იდეა ვერა და ვერ განახორციელა რიგი მიზეზების გამოისობით. ტულიას გარდაცვალებიდან სამიოდე წლის გასვლის შემდგომ კი, თავადაც გამოეთხოვა (ძალადობრივად) გენიალური ძველრომაელი წუთისოფელს. – (ავტორი გენია.ჯი)

ტულია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>