უოლტერ დისნეი – „ეპიზოდი”
გენიალური ამერიკელი მხატვარ-მულტიპიკატორი – უოლტერ ელაიას დისნეი (1901-1966 წლები), მის მიერ 1955 წლის 17 ივლისს გახსნილი „დისნეილენდის” თანამშრომელ მამაკაცებს წვერ-ულვაშის ტარებას კატეგორიულად უკრძალავდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი მიიჩნევდა, რომ წვერ-ულვაში ბავშვებში უარყოფით ემოციებს აღძრავდა და აშინებდა მათ. ის კი არა და, ბავშვთა გასართობი პარკის ფინანსური შემოსავლების კლების ერთ-ერთ მიზეზადაც აღნიშნულ გარემოებას ასახელებდა უოლტერი.
რამდენიმე წლის წინ, დისნეის მიერ დადგენილი მკაცრი წესები შერბილებული იქნა „დისნეილენდში”. ახლა ბავშვთა გასართობი პარკის თანამშრომლებს უფლება ეძლევათ ატარონ განსაზღვრულ წესრიგში მოყვანილი წვერ-ულვაში.
მანამდე კი…
1937 წელს პირველად იქნა ნაჩვენები ძმები გრიმების ერთ-ერთ ზღაპარზე დაფუძნებული პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი – „ფიფქია და შვიდი ჯუჯა”. აღნიშნული ანიმაციური ფილმის შექმნას მხატვარ-მულტიპიკატორთა უზარმაზარი შტატი ანხორციელებდა. შტატში შემავალ 570 მხატვარ-ანიმატორს მილიონობით კადრის დახატვა მოუხდა, რაც შემდგომში სათანადოდაც დაუფასდათ. ყველასათვის მოულოდნელად, მათ მიერ შექმნილმა ანიმაციურმა ფილმმა გუნდს 150 მილიონი ამერიკულ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა (ცნობისათვის, ეს რეკორდი არც ერთ ანიმაციურ მულტფილმს არ მოუხსნია დღემდე). – (ავტორი გენია.ჯი)