კვინტუს ცეცილიუს მეტელუს მაკედონელი – „ეპიზოდი”
სახელოვან ძველ რომაელ პოლიტიკურ მოღვაწესა და მხედართმთავარს – კვინტუს ცეცილიუს მეტელუს მაკედონელს (ძვ.წ.აღ-ით 188 – 115 წლები), ვის სახელთანაც დაკავშირებული გახლდათ მაკედონიის რომის ერთ-ერთ პროვინციად ქცევა და პირველი გამარჯვება კორინთოს ომში, ერთხელ ახალგაზრდა რომაელმა ტრიბუნმა ჰკითხა, როგორი იყო მისი გეგმები მომავალში. შორსმჭვრეტელმა მეტელუსმა ცნობისმოყვარე ტრიბუნს საპასუხოდ ერთობ მრავლისმეტყველი სიტყვა უთხრა: „ჩემი მომავალი გეგმების შესახებ თვით ჩემმა პერანგმაც კი რომ უწყოდეს რაიმე, უმალვე ცეცხლში შევუძახებდი მასო”. – (ავტორი გენია.ჯი)