ვახუშტი კოტეტიშვილი – „ველად”

გზაზე ნისლი ამიცურდა,

ვით ნიავი დანაბერი.

ველად მხოლოდ ია მსურდა,

ია, მეტი არაფერი.

ვეძებე და ძლივს ვიპოვე

ბუჩქის ძირას ანაფეთქი.

ჩუმად მკითხა: გინდივარო?

მე შემრცხვა და… არა-მეთქი!

 

კომენტარის დატოვება