თედორე დოსტოევსკი წერდა…
„ადამიანი უგუნური თუ არ არის, საშინლად უმადური მაინც გახლავთ! ფენომენალურად უმადური! ისიც კი მგონია, რომ ადამიანის საუკეთესო განსაზღვრა ეს არის: იგი ორფეხზე მოსიარულე, უმადური არსებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანს აღმშენებლობა და გზის გაკაფვა რომ უყვარს, ეს უდავოა. მაშ ნგრევაცა და ქაოსიც ასეთი ჟინით რატომ უყვარს? აი, ეს მითხარით!”
* * *
„ადამიანობის განმსაზღვრელი, ვგონებ, ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ ადამიანი თავის თავს ყოველ წუთას უმტკიცებდეს, წკირი კი არა, ადამიანი ვარო!”
* * *
„გეთანხმებით, ადამიანი უპირატესად შემოქმედი ცხოველია”.
* * *
„ადამიანის უმთავრესი ნაკლი უზნეობაა, გამუდმებული უზნეობა მსოფლიო წარღვნიდან დაწყებული შლეზვიგ-ჰოლშტაინის პერიოდამდე”.
* * *
„გონი კარგი რამეა, ეს უდავოა”.
* * *
„ცივილიზაცია ადამიანს ალმობიერებს”.
* * *
„ყოველი ადამიანის მოგონებანი ისეთ რამეს შეიცავს, რასაც იგი ყველას არ გაუმჟაღვნებს, მხოლოდ მეგობრებს თუ გაანდობს. ისეთი მოგონებებიც არსებობს, მეგობრებსაც რომ არ გაანდობ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუმჟღავნებ, თანაც საიდუმლოდ. მაგრამ, ბოლოს, ისეთი მოგონებებიც არსებობს, ადამიანს საკუთარი თავისთვის გამჟღავნებისაც რომ ეშინია”.
* * *
„ჰაინე ამტკიცებს, რომ სარწმუნო ავტობიოგრაფიათა არსებობა თითქმის შეუძლებელია, რადგან ადამიანი საკუთარ თავზე უსათუოდ იცრუებსო”.
* * *
„ბატონებო, გეფიცებით, მრავლის შეცნობა სნეულებაა, ნამდვილი, სრული სნეულება”. – (ავტორი გენია.ჯი)