მაიკლ ჯექსონი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი მუსიკოსი – მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი (1958-2009 წლები) ჯოზეფ და კეტრინ ჯექსონების მრავალშვილიან ოჯახში მოევლინა ქვეყნიერებას. მაიკლის მამა ფოლადის მწარმოებელ ქარხანაში მუშაობდა ამწეზე. მწირი ხელფასი, რომელსაც იგი იღებდა, ცოლისა და ათი შვილის გამოსაკვებად საკმარისი არ იყო. შედეგად, ოჯახი, რომელიც 12 სულისაგან შედგებოდა, ერთ პატარა სახლში ბინადრობდა. (ავტორი გენია.ჯი) ჯოზეფი თავის ათივე შვილს უმკაცრესი მეთოდებით ზრდიდა, რადგან მას ბავშვების აღზრდაზე ერთობ უჩვეულო შეხედულება გააჩნდა. მამის მხრიდან სხვა დედმამიშვილთა მსგავსად, ბევრჯერ მოხვდა ბავშვობის ჟამს მაიკლსაც.
მას შემდგომ, რაც მაიკლის სახელი საქვეყნოდ იქნა გავარდნილი, მუსიკოსს თავისი ღვიძლი ძმებისა და, ზოგადად რომ ვთქვათ, ოჯახის წევრების მიმართ საშინელი შიში დასჩემდა. ყველაზე მეტად მას მაინც თავისი ერთი ძმის – რენდი ჯექსონის ეშინოდა. მისი ფობია იმდენად ძლიერი გახლდათ, რომ ჯექსონი პირად დაცვას მუდმივად აფრთხილებდა, დედის გარდა მის სახლში არც ერთი მისი ოჯახის წევრი არ შეეშვათ. ღამით, დაძინების წინ, მაიკლი საგულდაგულოდ ამოწმებდა დაკეტილი იყო თუ არა სახლში კარ-ფანჯრები.
ჯექსონის ფობია დაფუძნებული იყო იმაზედ რომ, მის საკუთრებაში არსებული ფულის დაუფლების მიზნით, მუსიკოსის ოჯახის წევრებს რაიმე ცუდი არ შეემთხვიათ მისთვის. – (ავტორი გენია.ჯი)
პატარა სახლი, სადაც მაიკლ ჯექსონი აღიზარდა (ქალაქი – გერი. ინდიანას შტატი)
მაიკლის და-ძმები