იოაჰიმ ზაუერი – „ეპიზოდი”
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საყოველთაოდ ცნობილი კანცლერი-ქალის – ანგელა მერკელის მეუღლეს, ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორს – იოაჰიმ ზაუერს იმდენად სძულს საჯაროდ გამოჩენა, რომ აღნიშნული მოტივით იგი საკუთარი თანამეცხედრის ინაუგურაციასაც კი არ დასწრებია 2005 წელს. (ავტორი გენია.ჯი) ფეხით სეირნობასთან ერთად, ანგელასა და იოაჰიმის წყვილს განსაკუთრებით უყვართ ოპერაში ერთად სიარული. ამ შესანიშნავი სახელოვნებო ჟანრით განსაკუთრებით მაინც იოაჰიმია გატაცებული, ვინაც გასაგები მიზეზების გამოისობით, საკუთარ მეუღლეზე ხშირად სტუმრობს ხოლმე ოპერის თეატრებს. თუმცა მას არც იქ უყვარს საყოველთაო ყურადრების ცენტრში მოქცევა. ასეთ შემთხვევებში იგი ყოველთვის ცდილობს „ჩუმად შეიპაროს” და შემდგომ, „ჩუმად გაიპაროს” საოპერო დარბაზებიდან. ზაუერის ეს უჩვეულო საქციელი არ გამოპარვია გერმანულ მასმედიას. მასმედიას, რომელმაც სახელოვანი გერმანელი პოლიტიკოსის მეუღლეს ამ თვისების გამო – „ოპერის მოჩვენება” შეარქვა. – (ავტორი გენია.ჯი)