ამასის II – „ეპიზოდი”
ძველი ეგვიპტის ფარაონი ოცდამეექვსე დინასტიიდან – ამასის II, ვინაც ძვ.წ.აღ-ით 570-526 წლებში განაგებდა ნილოსის სანაპიროზე განთავსებულ ქვეყანას, ერთ-ერთ ყველაზე თავხედ მმართველად არის მიჩნეული ეგვიპტის ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი) ალკოჰოლური სასმელების მოყვარულმა ამასისმა, რომლისთვისაც სრულიად უცხო რამ გახლდათ – თავაზიანობა, ძალაუფლება ხელში ფარაონის – აპრიესის ტახტიდან ჩამოგდების შედეგად ჩაიგდო ხელში. მას შემდეგ, რაც იგი აპრიესს აუმხედრდა, მასთან მოსალაპარაკებლად ეგვიპტის უმაღლესი ხელისუფალის მიერ მივლენილი იქნა ერთ-ერთი გავლენიანი ეგვიპტელი დიდგვაროვანი, სახელად – პატარმებისი. როდესაც მან ამასისს დაუწყო დარწმუნება იმაში, რომ მისთვის აჯობებდა პირადად ხლებოდა ფარაონს, ცხენზე მჯდომმა აჯანყებულთა ბელადმა მოულოდნელად ცალი ფეხი მაღლა წამოწია, გაზები გაუშვა და ამ უკიდურესად დამამცირებელი საქციელით გაოგნებულ პატარმებისს ყოველგვარი ფამილარობის გარეშე მიუგო„ – აი, ეს წაუღე შენს ფარაონსო!”
ცნობილია ისიც, რომ ამასისი კლეპტომანიით იყო დაავადებული (გადაულახავი ავადმყოფური მიდრეკილება მოპარვისადმი, რაც გამოწვეულია ზოგიერთი სახის ფსიქიკური დაავადებით). შედეგად, იგი ხშირად პარავდა მეგობრებსა და ნათესავებს სხვადასხვა ნივთებს, რომელთაც შემდგომ სამეფო სასახლეში ინახავდა. მას შემდეგ, რაც დაზარალებულები თავიანთ ნივთებს ფარაონის სასახლეში შემთხვევით აღმოაჩენდნენ, ამასისი იმის საგულდაგულო მტკიცებას იწყებდა, რომ ისინი მათ მფლობელობაში არასოდეს ყოფილა. – (ავტორიო გენია.ჯი)