გარინჩა – „ეპიზოდი”
მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა – მანუელ ფრანსისკო დოს სანტუსი (1933-1983 წლები), იგივე – გარინჩა, ბავშვობის ჟამს უკიდურესი სიდუხჭირის გამოისობით იძულებული იყო მშობლებს ყოველმხრივ დახმარებოდა (ცნობილია, რომ შიმშილსა და ავადმყოფობას ადრეულ ასაკში ემსხვერპლა გარინჩას და-ძმა). ამ მიზნით იგი თითქმის ყოველდღე დადიოდა ტყეში, სადაც მონაკრეფ სხვადასხვა სახეობის ხილს ადგილობრივ ბაზარზე ჰყიდდა შემდგომ. (ავტორი გენია.ჯი) ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავის დღის ასეთი უჩვეულო განრიგი გახლდათ მიზეზი იმისა, რომ მან მხოლოდ ოთხი კლასის განათლება მიიღო. შედეგად მას მთელი ცხოვრების განმავლობაში უჭირდა როგორც წერა, ისე – კითხვა.
ბავშვობა ბავშვობად და, სახელოვანი გარინჩა სიდუხჭირეს არც სიბერის ჟამს დავიწყებია. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან სიღარიბეში გალია. იმ პერიოდში ალკოჰოლური სასმელების მოყვარული ფეხბურთის ლეგენდა რიო-დე-ჟანეიროს უღარიბეს კვარტალში ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. 1979 წელს მანეს (ასე მოიხსენიებდნენ გარინჩას) მედიკოსებმა ღვიძლის ციროზი დაუსვეს დიაგნოზად. მისი ფსიქიკა მასიური ალკოჰოლიზმის შედეგად სრულიად იქნა მოშლილი, ხოლო ფიზიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი არც კი ღირს.
1983 წლის 20 იანვრის დილის 6 საათზე, მანუელი საავადმყოფოს პალატაში იპოვეს გარდაცვლილი. იგი უკანასკნელ გზაზე 300 000 ადამიანმა გააცილა. ეს უზარმაზარი მასა ხალხისა, თანამემამულე გენიალურ ფეხბურთელს შემდეგი სიტყვებით მიაცილებდა სასაფლაომდე – „მადლობა იმისათვის, რომ იცხოვრე, ხალხის სიხარულო!” – ეს უკანასკნელი სიტყვა გარინჩას საფლავის ქვის ეპიტაფიაზეც იქნა აღბეჭდილი – „აქ განისვენებსის, ვინც ხალხის სიხარული იყო – მანე გარინჩა”. – (ავტორი გენია.ჯი)