ვინსენტ ვილემ ვან გოგი – „ეპიზოდი”
გენიალური ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი ფერმწერი – ვინსენტ ვილემ ვან გოგი (1853-1890 წლები), რომელიც ქალაქ არლის რიგი მაცხოვრებლების საჩივრის საფუძველზე რამდენიმე ხნით ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო გამოკეტილი, ერთობ სწრაფი ხატვის ტემპით გამორჩეული ხელოვანი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ამ დიდებულმა და ნაყოფიერმა მხატვარმა კიდევ უფრო მოუმატა ხატვის სისწრაფეს – მას შეეძლო ერთ სურათზე მუშაობა სულ რაღაც ორიოდე საათში დაესრულებინა. ასეთ შემთხვევაში იგი ყოველთვის ცნობილი ამერიკელი მხატვრის – ჯეიმზ უისტლერის გამონათქვამის ციტირებას ახდენდა: „მე ეს ორ საათში გავაკეთე, თუმცა-კი წლების განმავლობაში ვმუშაობდი, რათა ამ ორ საათში რაიმე ღირებული გამეკეთებინა”.
ვინსენტი, ვინაც ერთობ კეთილშობილი ბუნებით იყო დაჯილდოვებული, ძალიან განიცდიდა ღარიბ-ღატაკი ადამიანების სვე-ბედს. ამიტომაც შეძლებისდაგვარად ყოველთვის ეხმარებოდა მათ – ფინანსურად; ავადმყოფებს – მორალურად. გარდა ამისა, უფასოდ ამეცადინებდა ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახის შვილებს. ერთხელ მან მთავრობასაც კი მიმართა თხოვნით, გაეუმჯობესებინათ ღარიბი ადამიანებისათვის შრომის პირობები, რაზეც დიდმა მხატვარმა უარი მიიღო. სწორედ ამის შემდგომ წავიდა ვინსენტი საბოლოოდ საკუთარი სახლიდან. მთელი თავისი ავლა-დიდება კი გაჭირვებულ ადამიანებს გადაუნაწილა. – (ავტორი გენია.ჯი)