დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში არსებულ დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილ და ეგზომ პოპულარულ „ნაგებობას”, რომლის მშენებლობაც თავის დროზე ძალიან იქნა დროში გაწელილი, ამერიკული ლიტერატურის „მამად” წოდებულმა მარკ ტვენმა მეტად უცნაური სახელი უწოდა – „ღრუიანი უზარმაზარი საკვამური”. დაასახელეთ, რომელი სახელგანთქმული „ნაგებობა” მოიხსენია აღნიშნული სახელწოდებით დიდმა ამერიკელმა მწერალმა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: აშშ-ის პირველი პრეზიდენტის – ჯორჯ ვაშინგტონისადმი მიძღვნილი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ობელისკი (მონუმენტი)