ნაპოლეონ ბონაპარტი – „ეპიზოდი”
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი სამხედრო სტრატეგი და მხედართმთავარი - ნაპოლეონ I ბონაპარტი (1769-1821 წლები) ისეთი ბრენდის მქონე ალკოჰოლური სასმელის მოტრფიალე გახლდათ, როგორიცაა – კონიაკი. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდის ყველაზე გავლენიან ადამიანს სხვადასხვა სახეობის კონიაკებს შორის განსაკუთრებით მაინც „Courvoisier”-ის მარკის კონიაკი უყვარდა. მას შემდეგ, რაც ნაპოლეონმა უმტკივნეულესი მარცხი განიცადა ვატერლოოზე, იგი წმინდა ელენეს კუნძულზე იქნა გადასახლებული. როგორც „საპატიო პატიმარს”, ბონაპარტს ნება დაერთო ატლანტის ოკეანეში განთავსებულ კუნძულზე თან წაეღო რამდენიმე კასრი თავისი საყვარელი მარკის კონიაკი. ბრიტანული არმიის ოფიცრებმა, რომლებიც ნაპოლეონს გადასახლებაში აცილებდნენ ხომალდით, თავადაც დააჭაშნიკეს „Courvoisier”-ის დახვეწილი გემოს მქონე კონიაკი და მას თიკუნად „ნაპოლეონის კონიაკი” უწოდეს.
1860 წელს საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტმა – ნაპოლეონ III ბონაპარტმა (დიდი ნაპოლეონის ძმის შვილმა) კომპანია „Courvoisier” საიმპერატორო სასახლის ოფიციალურ მიმწოდებლად აქცია კონიაკის საკითხებში და მის სახელწოდებაში ერთი ცვლილებაც შეიტანა: იმ პერიოდიდან მას დაემატა სიტყვა – „Imperial” ანუ აღნიშნული მარკის კონიაკის სრული სახელწოდება გახდა – „საიმპერატორო ნაპოლეონი”. – (ავტორი გენია.ჯი)