კონსტანტინე გამსახურდია წერდა…

„რამდენადაც საზიზღარია დაშინებული კაცი, იმდენად მშვენიერია შემკრთალი ქალი”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ძველ ბერძნებს ფილოსოფია ზრდიდათ, ებრაელებს კანონი, ინდოელებს ნირვანა, რუსებს მათრახი, ქართველებს კი პატივმოყვარეობა”.

* * *

„არაფერი ისე არ მაოცებს, როგორც სიჩუმე”.

* * *

„განცდილის თხრობით ხელახლა განიცდის ხოლმე ჭირთამთმენი ერთხელ გადახდილს”.

* * *

„მოგჭამათ ჭირი ძველი ომების იდილიებმა, როცა ბინდი გაჰყრიდა მეომრებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ეს ასეა: ნადირს ან მტერს რომ დაზოგავ, სამაგიეროდ იგი არ დაგზოგავს”.

* * *

„მგელი რომ მგელია, იმასაც სიყვარული სწყურია”.

* * *

„გული ისე უნდა გამოწაფო, რომ სიბრალული არ შეგეპაროს. ვისაც ქვეყანა ებრალება, ქვეყანა მას არადოდეს შეიბრალებს”.

* * *

„ჩვენს დროში სიტყვას ფასი დაეკარგა”.

* * *

„ღვინო უფრო ძალუმია, ვიდრე მეგობრობა და თუნდაც ქალი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>