ნიკოლა ტესლა & ალბერტ აინშტაინი
„გრძელ თმიანი თავქარიანი” – ასე მოიხსენიებდა სერბული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოსი – ნიკოლა ტესლა „ფარდობითობის თეორიის” ავტორ კოლეგას – ალბერტ აინშტაინს, რომელსაც იგი საჯაროდ ხშირად ადანაშაულებდა იდეების მოპარვაში. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, ტესლა მუდმივად აკრიტიკებდა ყველაფერს, რითიც დაკავებული იყო ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი ფიზიკოს-თეორიტიკოსი. ასე მაგალითად: 1935 წელს ამერიკულ ყოველდღიურ გაზეთში „ნიუ-იორკ ტაიმზი”, გამოქვეყნებული იქნა ნიკოლას ინტერვიუ, სადაც მან კიდევ ერთხელ დასცინა საჯაროდ ალბერტს. იმავე ინტერვიუში ფარდობითობის თეორიის შესახებ ტესლამ ერთობ ირონიული სახის განცხადებაც გააკეთა – „ფარდობითობის თეორია ჰგავს მეწამული კაბით მოსილ იმ მათხოვარს, რომელსაც უმეცარი ხალხი მეფედ მიიჩნევსო”.
ტესლას საკუთარი თავი ყველაზე ჭკვიან ადამიანად მიაჩნდა დედამიწაზე, რის გამოც „დიდების გვირგვინის” გაყოფა არავისთან არ სურდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი და რა დამსახურებაც არ უნდა ჰქონოდა მას კაცობრიობის წინაშე. მის მძაფრ კრიტიკას აინშტაინი ყოველთვის „ოლიმპიური სიმშვიდით” ხვდებოდა. დანერვოზებული კოლეგისაგან განსხვავებით, იგი საკუთარ თავს არასოდეს აძლევდა უფლებას ნიკოლა გაეკრიტიკებინა. ის კი არადა, პატივსაც კი სცემდა მას და ყოველთვის თავაზიანად მოიხსენიებდა. – (ავტორი გენია.ჯი)