იცით თუ არა, რომ?!
1. პირველად ასტეროიდი (რომელსაც შემდგომში – „ცერერა” ეწოდა) აღმოჩენილი იქნა 1801 წელს ცნობილი იტალიელი ასტრონომის – ჯუზეპე პიაცის მიერ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. სტატისტიკოსთა ცნობების თანახმად, ჩინგიზ-ყაენის ძლევამოსილი არმიის მახვილს იმ პერიოდის მსოფლიო მოსახლეობის 11% ემსხვერპლა.
* * *
3. ირწმუნებიან, რომ ისეთი სახეობის თევზი, როგორიც გახლავთ – კობრი, საკვებ პროდუქტად პირველად ჩინეთში გამოიყენა ადამიანმა ჩვ.წ.აღ-მდე 1 000 წლის წინ. ცნობისათვის, კობრი იმდენად ამტანი და მიზანსწრაფული თევზია, რომ იგი იაპონელი სამურაების ძალის გამსაზღვრელ ერთგვარ სიმბოლოდაც კი გახლდათ მიჩნეული.
* * *
4. დღეისათვის ბოტანიკოსებისთვის 250 სახეობის ქლიავია ცნობილი.
* * *
5. პანამის არხის მშენებლობის მიმდინარეობისას სხვადასხვა დაავადებებსა თუ სამეწარმეო ტრამვებს 20 000-მდე ადამიანი შეეწირა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ჭინჭრისაგან დიდ ბრიტანეთში ლუდს ხარშავენ და ღვინოსაც აყენებენ.
* * *
7. მსოფლიო ოკეანეებში დედამიწაზე დასახლებულ ცოცხალ არსებათა 95% ბინადრობს.
* * *
8. ყველაზე ბევრი თანამგზავრი პლანეტა იუპიტერს გააჩნია. მათი რაოდენობა – 63 ერთეულს შეადგენს.ამ მხრტივ, მეორე ადგილზე პლანეტა – სატურნია, რომელიც 60 თანამგზავრით „იწონებს” თავს.
* * *
9. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ერთ-ერთ ეროვნულ სპორტულ სახეობად – „მაგიდის ჩოგბურთი”, იგივე „პინგ-პონგია” მიჩნეული. აღნიშნული სპორტის სახეობით იქ 10 მილიონზე მეტი ადამიანია დაკავებული.
* * *
10. ყველაზე გრძელი მთის მასივს დედამიწაზე – ანდები წარმოადგენს. მისი სიგრძე 9 000 კილომეტრს შეადგენს. – (ავტორი გენია.ჯი)