ჟან დე სელი-ლონგშანი – „ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას გერმანელი ნაცისტების მიერ მხეცურად იქნა განადგურებული ბელგიელი არისტოკრატი სამხედრო პილოტის – ჟან დე სელი-ლონგშანის (1912-1943 წლები) ოჯახის სრული შემადგენლობა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც ეს ტრაგიკული მოვლენა ცნობილი გახდა ლონგშანისთვის, უკიდურესი შურისძიების გრძნობით ანთებული, ზემდგომთა მხრიდან ყოველგვარი ნებართვის გარეშე ჩაჯდა ერთ-ერთ ბელგიურ ბომბადმშენ თვითმფრინავში და კურსი ბრიუსელისაკენ აიღო. ოკუპირებული ბრიუსელისაკენ, სადაც გერმანული გესტაპოს მთავარი შტაბ-ბინა გახლდათ განთავსებული. ბელგიის დედაქალაქში ჩაფრენილმა (1943 წლის 20 იანვარს) ავია-დარტყმა განახორციელა გესტაპოს შტაბ-ბინის შენობაზე, რასაც 4 გესტაპოელის სიკვდილი და 5 გესტაპოელის მძიმედ დაჭრა მოჰყვა თან. ბოლოს კი, ბელგიის ეროვნული დროშა ჩამოაგდო გერმანელთა განკარგულებაში მყოფი შენობის სახურავზე.
ამ უნებართვო სამხედრო ოპერაციის გამო, ჟანი სამხედრო რანგით კი დააქვეითეს, თუმცა დააჯილდოვეს კიდეც მედლით – „სამხედრო დამსახურებისთვის”. მოგვიანებით, გერმანული გესტაპოს ყოფილი შტაბ-ბინის სიახლოვეს განთავსებული იქნა შურისმაძიებელი ჟან დე სელი-ლონგშანის ძეგლი, რომლის ხსოვნასაც დღემდე დიდ პატივს მიაგებს ბელგიელი ხალხი. – (ავტორი გენია.ჯი)