ჟოზეფ ფუშე – „ეპიზოდი”
„მას არც ღმერთი სწამს და არც სინდისიო”, – ამბობდნენ ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის – ჟოზეფ ფუშეს (1759-1820 წლები) შესახებ მისი თანამედროვეები. (ავტორი გენია.ჯი) ფილოსოფიის ყოფილმა მასწავლებელმა, ვინაც ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გასცემდა ადამიანების დახვრეტის ბრძანებას, რითაც შემდგომ ძალიან ამაყობდა კიდეც, ლიონში ჩასვლისთანავე ბრძანა, რომ ჯვრები, რომლებიც სასაფლაოებზე იყო განთავსებული, დაუყონებლივ აეღოთ და მოეშორებინათ იქაურობიდან. სადისტური თვისებების მატარებელი ცბიერი მელა, ვისაც მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნდა ქრისტიანული რელიგიის მიმართ, სამღვდელოებას – „საზიზღარ მატყუარებად” მოიხსენიებდა.
თავის შვილებს ამ გულცივმა ინტრიგანმა უზარმაზარი ქონება დაუტოვა – 14 000 000 ფრანკი. უზარმაზარი ქონება, რომელიც საშინელი და ყოვლად ამორალური გზით ჰქონდა დაგროვებული.
ეკლესიების აკლება, სიცრუე, სიყალბე, ღალატი, ტერორი და არცერთი კეთილშობილი საქციელი – აი, ასეთი გახლდაათ XVIII-XIX საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი პოლიტიკოსის – ჟოზეფ ფუშეს მოღვაწეობის მოკლე რენომე. – (ავტორი გენია.ჯი)