ალექსანდრა თედორეს ასული – „ეპიზოდი”
რუსეთის უკანასკნელი იმპერატრიცა, ნიკოლოზ II რომანოვის გერმანული წარმომავლობის მქონე მეუღლემ - ალექსანდრა თედორეს ასულმა (1872-1918 წლები) ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო იმისათვის, რომ ხალხის, დიდგვაროვნებისა და ქვეშევრდომებისთვის სიყვარული მოეპოვებინა, თუმცა ყველა მისი მცდელობა, კრახით იქნა დასრულებული. (ავტორი გენია.ჯი) იგი საზოგადოებამ იმთავითვე არ მიიღო… ერთი შეხედვით, ალექსანდრა გულჩათხრობილი და ამპარტავანი ქალის შთაბეჭდილებას ახდენდა, თუმცა ეს ასე სულაც არ იყო. სინამდვილეში, რუსეთის გერმანელი იმპერატრიცა ბუნებრივად გახლდათ უკიდურესად მორცხვი ბუნების ადამიანი. სწორედ რომ მისი სიმორცხვის დამსახურების გამო ვერ შევიდა იგი ნორმალურ ურთიერთობაში რუს არისტოკრატ ქალბატონებთან. ქალბატონებთან, რომლებიც მუდმივად უვრცელებდნენ ჭორებს, თითქოსდა ალექსანდრა ერთობ გულცივი ქალი ყოფილიყო.
უბრალო ხალხში მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება თავიდანვე იმან გამოიწვია, რომ ნიკოლოზისა და ალექსანდრას ქორწინების ცერემონია გამართული იქნა მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო გამოგლოვებული ალექსანდრე III. ეს მოვლენა მათ ალექსანდრეს ხსოვნისადმი უპატივცემულობად მიიჩნიეს. გარდა ამისა, მოსახლეობაში გავარდნილი იყო ხმა, თითქოსდა ალექსანდრა გერმანელი ჯაშუში იყო და სახელმწიფო გადატრიალებასაც ამზადებდა. ამას თან დაერთო სკანდალურად ცნობილ გრიგოლ რასპუტინთან მისი „ახლო” ურთიერთობა.
ამ დროს კი ცნობილია, რომ არაკეთილმოსურნეების მხრიდან „ჰესენელ ბუზად” წოდებული ალექსანდრა აქტიურად იყო ჩართული მრავალ საქველმოქმედო ღონისძიებაში. მისი უშუალო დაფინანსებით გახსნილი იქნა რამდენიმე სკოლა და საავადმყოფო. ის კი არადა, მან მართლმადიდებლადაც კი მოექცა, თუმცა ვერც ამ ქმედებებით ვერ მოიგო ხალხის გული. იგი მათთვის მაინც – „უცხოდ”, „უცხოელად” დარჩა.
მიუხედავად ყოველივე ამისა, დახვრეტამდე მცირეოდენი ხნით ადრე, თავის ერთ-ერთ უკანასკნელ წერილში ალექსანდრა წერდა: „მადლობა ღმერთს, ყველაფრისთვის, რაც მივიღე, – და ვიცხოვრებ მოგონებებით, რომელთაც ვერავინ ვერ წამართმევს… მე თავს „სამშობლოს დედად” მივიჩნევ და მის ბედს ისევე განვიცდი, როგორც საკუთარი შვილისას”. – (ავტორი გენია.ჯი)
ალექსანდრა და ნიკოლოზ II