მაჰმუდ აჰმადინეჟადი – „ეპიზოდი”
ირანის ისლამური რესპუბლიკის რიგით მე-6 პრეზიდენტი – მაჰმუდ აჰმადინეჟადი, ვინაც პროფესიით სატრანსპორტო ინჟინერი გახლავთ, ძალიან მოკრძალებულ პერსონას წარმოადგენს. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ეს შესანიშნავი თვისება მას არც ეგზომ საპატიო პოსტზე ყოფნის პერიოდშიც არ შეუცვლია. (ავტორი გენია.ჯი) იგი პრეზიტენტობის ჟამსაც ისევე უბრალოდ იმოსებოდა, როგორც პრეზიდენტობამდე. გარდა მოკრძალებული სამოსისა, ფრიად მოკრძალებული იყო მისი სამუშაო კაბინეტიც. ამბობენ, ტანსაცმელზე მოკრძალებულიც კიო. გაპრეზიდენტებისთანავე, მაჰმუდმა თავისი სამუშაო კაბინეტიდან ყველა ის ფუფუნების საგანი გაატანინა, რომლითაც ასე იწონებდნენ თავს მისი წინამორბედები. ყველა ეს ფუფუნების საგანი აჰმადინეჟადმა დიდსულოვნად უსახსოვრა თეირანში არსებულ ერთ-ერთ მეჩეთს.
მაჰმუდს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბინა გააჩნია და ისიც თეირანის ერთ-ერთ მივარდნილ რაიონში. პრეზიდენტობისას იგი ხშირად სარგებლობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. პოსტის დატოვების შემდგომ კი უარი განაცხადა საპრეზიდენტო პენსიის მიღებაზე და დღემდე ერთადერთი შემოსავლის წყაროზეა დამოკიდებული: აჰმადინეჟადი ლექციებს კითხულობს თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. – (ავტორი გენია.ჯი)