“ნარგიზოვანი”

“ნარგიზოვანი” - გახლავთ ძველქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი (ლირიკული ლექსების კრებული),რომელიც შეთხზული უნდა იყოს XVIII საუკუნის მეორე ნახევარში.იგი შედგება თერთმეტი ლექსისაგან,რომლებიც მთლიანად სატრფიალო-სამიჯნურო ხასიათისაა.ყველა მათგანში აღწერილია ქალის,სატრფოს,მრავალფეროვანი სილამაზე,ლირიკული გმირის უსაზღვრო სიყვარული და გატაცება მისდამი.ამ აღტაცებულ გრძნობას ბევრ შემთხვევაში თან ახლავს უიმედობა,გულგატეხილობა,ოხვრა,წუხილი,სოფლის გმობა.ყველაფერი ეს უაღრესად რეალური ფერებითაა დახატული.ამ ლექსთაგან რამდენადმე გამორჩეულია “ქართლი მშვენიერია”.მასშიაც პირველი და ბოლო სტროფები სატრფიალო მოტივზეა აგებული.შექებულია ლამაზი,კერძოდ “ქართველთა ქალნი”.მაგრამ დანარჩენები სხვა ტემას – პატრიოტიზმს,საქართველოსა (“ქართლის”) და ქართველთა დიდებას ეხება. (ავტორი გენია.ჯი) სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება,რომ ამ ნაწარმოების სატრფიალო სტროფები ალეგორიული შინაარსისაა,სატრფოს სახით საქართველოა წარმოდგენილი,როგორც ეს გვაქვს XIX საუკუნის ქართულ პოეზიაში,სახელდობრ ალექსანდრე ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში.აქა-იქ “ნარგიზოვანის” სხვა ლექსებშიაც არის გამოთქმები,რომლებიც თითქოს ასეთ გააზრებას უჭერენ მხარს,მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ტექსტი ისე გამჭირვალე არ არის,აღნიშნული “პატრიოტული ალეგორია” უცილობელ ფაქტად ვცნოთ.დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას “საღვთო მიჯნურობის” შესახებაც.ზოგიერთი ლექსის ცალკეული ადგილები ძალიან ჰგავს ამგვარი მიჯნურობის ალეგორიულ სახეებს,მაგრამ გადაჭრით რაიმეს თქმა აქაც ჭირს.

“ნარგიზოვანის” ავტორისა და დაწერის დროის შესახებ ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება.ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით,იგი დაწერილი უნდა იყოს XVIII საუკუნის პირველ ნახევარში გარსევან ჩოლოყაშვილის მიერ,სხვები XVIII საუკუნისად თვლიან და ავტორად ზოგი დავით სარდალს და ზოგიც იესე ბარათაშვილს ვარაუდობს.უწინ არჩილსაც ასახელებდნენ ავტორად. (ავტორი გენია.ჯი) უფრო სარწმუნო ჩანს ის შეხედულება,რომელიც მა XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ძეგლად მიიჩნევს.ავტორობის საკითხი კი კვლავ ღიად რჩება.

“ნარგიზოვანი” დიდად საყურადღებოა ლექსითწყობის თვალსაზრისით.შიგ შემავალი ლექსები სხვადასხვა ფორმის ნაწარმოებებია.ისინი შედეგია და აშკარად გამომხატველია იმ ვერსიფიკაციული სიახლეებისაკენ სწარაფვისა,რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს სულხან-საბა ორბელიანმა,ვახტანგ VI-მ და მამუკა ბარათაშვილმა.”ნარგიზოვანში” შემავალი თერთმეტი ლექსის სახელწოდებაა:

1. “ნარგიზოვანი”.

2. “მთვარე ვნახე მავალი”.

3. ვიცი,მემდურვი,მზევ,რასა”.

4. ჩემი საყვარლის თვალები”.

5. “შენ,საყვარელო,რა წახველ”…

6. “წითელი ვარდი გიყვავის პირსა”.

7. სადა ხარ,ისრებ მართალო”.

8. “ქართლი მშვენიერია”.

9. “პირი ზამბახი”.

10. “მე ვითა ვთქვა შენი ქება”.

11. “მიფიცავს შენი სახელი”. (ავტორი გენია.ჯი)