კრისტიან VII – „ეპიზოდი”
გაგიკვიდებათ და, დანიის ფსიქიკურად შერყეული მეფე ოლდენბურგების დინასტიიდან – კრისტიან VII (1749-1808 წლები) ძალაუფლებით იმდენად არ იყო მოხიბლული, რამდენადაც ძალაუფლების ისეთი სიმბოლოთი, როგორიც გახლავთ – „სკიპტრა”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ნივთი რატომღაც მას ბავშვობიდანვე განსაკუთრებით შეუყვარდა და მას შემდეგ არც არასოდეს მოუშორებია თავიდან. თავისი შიზოიდური გამოხდომების დროს, კრისტიანი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე სცემდა თავისი ოქროს სკიპტრით სრულიად უდანაშაულო ქვეშევრდომებს. ეს კარგად უწყოდნენ დანიის სამეფო სასახლის კარზე, რის გამოც, როგორც კი მეფეს თავისი განუყრელი სკიპტრით ხელში დაინახავდნენ, უმალვე ეცლებოდნენ მას თვალთახედვის არედან.
კრისტიანის შერყეული ფსიქიკისა და მისი შიზოიდური გამოხდომების შესახებ ინფორმაცია არა მხოლოდ დანიაში იყო გავრცელებული, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ასე მაგალითად: მას შემდეგ, რაც უელსის პრინცესას (დანიის მომავალ დედოფალს) – კაროლინა მატილდა ბრიტანელს ოფიციალურად აუწყეს, რომ ცოლად კრისტიანს უნდა გაჰყოლოდა, გოგონას გასაგები მიზეზების გამოისობით – გული წაუვიდა. – (ავტორი გენია.ჯი)
კაროლინა მატილდა ბრიტანელი