იცით თუ არა, რომ?!
1. გენიალური ჩინელი ფილოსოფოსი – კონფუცი ძვ.წ.აღ-ით 479 წელს გამოეთხოვა წუთისოფელს 73 წლის ასაკში. მის საფლავთან ახლოს დიდი მოაზროვნის ერთგულმა მოწაფეებმა ქოხი ააგეს, სადაც სამი წლის განმავლობაში იცხოვრეს. თავიანთი საყვარელი მასწავლებლის სულის მოსახსენიებლად, მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი სამგლოვიარო ცერემონიებსა და რიტუალებს აღასრულებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. საყოველთაოდ ცნობილი არგენტინელი რევოლუციონერი – ერნესტო ჩე გევარა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ასთმით იყო დაავადებული, რის გამოც ძალიან ხშირად საჭიროებდა ინგალატორს. „მე ჩემი ინგალატორი იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ჩემი პისტოლეტიო”, – ამიტომაც ამბობდა ხოლმე იგი.
* * *
3. როგორც თვითმხილველები ირწმუნებოდნენ, კლასიკური მუსიკის გერმანელი ტიტანის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის გარდაცვალების მომენტში ქალაქი ვენა, სადაც იგი თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ითვლიდა, საშინელ ჭექა-ქუხილს მოუცვია.
* * *
4. ბოტანიკოსთა მონაცემების თანახმად, დედამიწაზე სულ 600-მდე სახეობის მუხაა გავრცელებული. ცნობისათვის, სწორედ რომ ეს ხეებია ყველაზე ხშირად გამოსახული სახელმწიფოთა ეროვნულ გერბებზე.
* * *
5. ტაქსას ჯიშის ძაღლი 300 წლის წინათ იქნა პირველად გამოყვანილი გერმანიში და მათ უმთავრეს ფუნქციას მაჩვზე ნადირობა წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. რიცხვ 13-ს საშინლად უფრთხოდა ნაპოლეონ ბონაპარტი. ამ რიცხვში იგი არასოდეს არ აწარმოებდა სამხედრო ოპერაციებს.
* * *
7. ულამაზესი ბრიტანელი მსახიობი ქალი – ოდრი ჰეპბერნი ნამდვილი პოლიგლოტი გახლდათ. მშობლიური ენის გარდა, იგი რამდენიმე უცხო ენასაც ფლობდა შესანიშნავად. მათ შორის – ნიდერლანდულ, ფრანგულ, ესპანურ და იტალიურ ენებს.
* * *
8. ცაციათა საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით, ყოველი წლის 13 აგვისტოს აღინიშნება.
* * *
9. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ გორილებს ადამიანების მსგავსად ძალუძთ ერთმანეთში მეგობრობა. სამეგობროდ ისინი თავიანთი სქესის წარმომადგენლებს ირჩევენ და ბევრი ადამიანისაგან განსხვავებით, სიკვდილამდე ინარჩუნებენ მეგობრობას ერთმანეთთან.
* * *
10. ფრინველებს შორის ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლით – ორბია გამორჩეული. აღნიშნული სახეობის ფრინველები – 120 წლამდე ცოცხლობენ. – (ავტორი გენია.ჯი)