შტეფან ცვაიგი – „ეპიზოდი”
„არაავსტრიელი ავსტრიელი, არაებრაელი ებრაელი” – ასე მოიხსენიბდნენ ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურ ავსტრიელ ლიტერატორსა და მოაზროვნეს - შტეფან ცვაიგს (1881-1942 წლები) მისი თანამედროვეები. და მართლაც, ჰერმან ჰესეს, ოგიუსტ როდენის, რიჰარდ შტრაუსისა და ბერტოლტ ბრეხტის მეგობარი, საკუთარ თავს ყოველთვის „მსოფლიო მოქალაქედ” მიიჩნევდა. (ავტორი გენია.ჯი) მან მოიარა თითქმის ყველა კონტინენტი. იმოგზაურა აფრიკის ცხელ კონტინენტზე, იმყოფებოდა ამერიკის ორივე კონტინენტზე, ეწვია ინდო-ჩინეთს და მოიარა აზია. თავისუფლად ლაპარაკობდა რამდენიმე უცხოურ ენაზე.
ერთადერთი, რაც მისი ინტერესის სფეროს სცილდებოდა, პოლიტიკა იყო. შტეფანის ინტერესი პოლიტიკის მიმართ იმდენად დაბალი გახლდათ, რომ ცვაიგს არჩევნებშიც კი არასოდეს არ მიუღია მონაწილეობა.
გერმანელი ნაცისტების ტრიუმფმა მწერალი აიძულა უცხო ქვეყნებისათვის შეეფარებინა თავი. საბოლოო ჯამში, იგი ბრაზილიის მყუდრო ქალაქ პეტროპოლისში დასახლდა, სადაც მეტად კომფორტულ და მშვიდ გარემოში განაგრძობდა თავის ახალგაზრდა მეუღლესთან – შარლოტა ალტმანთან ერთად ცხოვრებას. და ეს მაშინ, როდესაც ევროპაში საშინელი ამბები ტრიალებდა. ამის ფონზე საკვირველია, რატომ მოისწრაფა ორივე მათგანმა სიცოცხლე. „მე ყველაფრისგან დავიღალეო”, – წერდა თავის ერთ-ერთ უკანასკნელ წერილში ცვაიგი. და ალბათ, დაიღალა კიდეც სამშობლოდან მოწყვეტილი და სამშობლოზე უზომოდ მონატრებული, უცხოეთის ცის ქვეშ შეფარებული გენიალური ლიტერატორი. – (ავტორი გენია.ჯი)