კარანტინი – „ეპიზოდი”
X-XI საუკუნეებში მოღვაწე გენიალურმა სპარსმა სწავლულმა – ავიცენამ აღმოაჩინა, რომ რიგი დაავადებებისა ადამიანებში მიკროორგანიზმების გადადების საშუალებით ვრცელდებოდა. იმისათვის, რომ ასეთი სახით დაავადების გავრცელებისაგან თავი დაეზღვია, ავიცენამ ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ ინოვაციური მეთოდი შეიმუშავა. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ, აღნიშნული მეთოდი ადამიანების ორმოც დღიან იზოლაციაში გადასვლას გულისხმობდა. მის მიერ შემუშავებულ ახალ მეთოდს სპარსმა ერუდიტმა – „ალ-არბა”, ანუ „ორმოცი” უწოდა.
ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო მეთოდი ავიცენასგან მოგვიანებით ვენეციელმა ვაჭრებმა გადაიღეს და იტალიაში ჩაიტანეს. მას იტალიელებმა – „კარანტა ჯორნი” უწოდეს, რაც თარგმანით – „ორმოც დღეს” აღნიშნავს. სწორედ რომ ამდენი დღის განმავლობაში იცდიდნენ ვენეციის პორტის სანაპიროებთან ღუზაჩაშვებული გემების ეკიპაჟები სანამ ნაპირზე გადასვლის უფლება მიეცემოდათ.
ასე რომ, კარანტინის ფუნქცია XI საუკუნეში იქნა განსაზღვრული პირველად და მისი ავტორი გენიალური სპარსი სწავლული – ავიცენა იყო. – (ავტორი გენია.ჯი)