ნიკო სამადაშვილი – „ხე ეკლესიის”

ხე ეკლესიის მათხოვარს ჰგავდა,

თითქოს გულს ქრისტემ ხელი დარია,

შენი ფიქრების ჩრდილთა გოგმანი

მტრედის სიზმრებში მომიპარია.

* * *

რომ ფოთლებიდან მეცქირა დიდხანს,

როგორ მალავდა ცრემლს მეგობარი,

და დამელია ბნელ ლუდხანაში

ჩემი ცხოვრების შესანდობარი.

 

კომენტარის დატოვება