რეჰანის შესახებ…
„სამეფო ბალახი” – ასე მოიხსენიებდნენ ძველი ბერძნები და ძველი რომაელები ტუჩოსანთა ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე არომატული სურნელის მატარებელ ბუჩქბალახოვან მცენარეს – რეჰანს. (ავტორი გენია.ჯი) მის სამშობლოდ აზიის სამხრეთით განთავსებული ისეთი ქვეყნებია მიჩნეული, როგორებიც გახლავთ – ინდოეთი და ჩინეთი. იგი ევროპის კონტინენტზე პირველად აზიური ლაშქრობიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ალექსანდრე მაკედონელის არმიის ჯარისკაცებმა შეიტანეს. რეჰანს „სამეფო” სტატუსი თავდაპირველად ბერძნებმა მიანიჭეს, რომლებიც მას „ოკიმონად” მოიხსენიებდნენ. „ოკიმონი” მათთვის იმდენად ფასეულ პროდუქტს წარმოადგენდა, რომ „სამეფო ბალახის” სტატუსით აღჭურვილი რეჰანის მოსავალს მხოლოდ და მხოლოდ ოქროს ნამგლით იღებდნენ. ამიტომაც მოიხმარდნენ მას თავდაპირველად მხოლოდ მეფეთა ოჯახის წევრები და დიდგვაროვანები.
ძველი ბერძნების მსგავსად, ამ უნიკალურ მცენარეს სათანადო პატივს მიაგებდნენ ძველი რომაელებიც, რომელთაც რეჰანის დათესვის მეტად უჩვეულო წესი გააჩნდათ. „მარადიული ქალაქის” მკვიდრნი დარწმუნებული იყვნენ, რომ აღნიშნული მცენარე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხარებდა, თუკი მას მთესველი ხმამაღალი წყევლისა და ველური ყიჟინის ფონზე დათესავდა.
ინდოელები რეჰანს წმინდა მცენარედ მიიჩნევდნენ, ხოლო ძველი ეგვიპტელები მას მუმიფიცირების პროცესში იყენებდნენ.
გაგიკვირდებათ და, რეჰანი რიგ ისტორიულ დოკუმენტებშიც არის მოხსენიებული. ასე მაგალითად: იუდეველი პრინცესა – სალომე, რომლის ბრძანებითაც თავი მოჰკვეთეს იოანე ნათლისმცემელს, მისთვის საძულველი ადამიანის მოკვეთილ თავს, რომელსაც უკვე ლპობისაგან ერთობ სპეციფიკური სუნი დაჰკრავდა, რეჰანით სავსე ქვაბში ინახავდა დიდი ხნის განმავლობაში. რადგან რეჰანის უნიკალური და არომატული სურნელი სპეციფიკური სუნის გამანეიტრალებელ საშუალებას წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)
რეჰანის მოსავალი აგვისტოს თვეში იღება ხოლმე. თუმცა მისი მირთმევა ეთერის ზეთის დიდი რაოდენობის შემცველობის გამო, ფეხმძიმე ქალებისა და პატარა ბავშვებისათვის რეკომენდირებული არ გახლავთ. – (ავტორი გენია.ჯი)