ნიკოლოზ ნეკრასოვი – „ეპიზოდი”
„ხშირად ისეთი შემოტევები მეწყება საშინელი დეპრესიისა, რომ მეშინია, ზღვაში არ გადავხტე და თავი არ დავიხრჩოო”, – ამბობდა ხოლმე დიდი რუსი პეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი - ნიკოლოზ ნეკრასოვი (1821-1878 წლები). და მართლაც, რუსული ლიტერატურის კლასიკოსი ხშირად ვარდებოდა აპათიაში. (ავტორი გენია.ჯი) აპათიაში, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი გრძელდებოდა. იცოდა რა, თავისი მდგომარეობა ნეკრასოვმა, სპეციალურად შეიძინა სავარძელი, რომელშიაც იგი იმ მძიმე პერიოდში ათენ-აღამებდა. მოგვიანებით ნიკოლოზმა ამ საყოფაცხოვრებო ატრიბუტს - „სავარძელი დეპრესიისათვის” უწოდა.
იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც უკიდურეს დეპრესიაში ჩავარდნილი ლიტერატორი მთელი ხმით გაჰყვიროდა – „სიკვდილი მინდა, სიკვდილი მომენატრაო”. „დღეში ოცჯერ მაინც წამომიტივდება გონებაში პისტოლეტი და იმ წამსვე მინათდება გონებაო”, – მრავლისმეტყველად შენიშნავდა იგი.
გაგიკვირდებათ და, დეპრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად ნეკრასოვი აზარტულ თამაშებს იყენებდა. იმისათვის, რომ სულიერი განწყობა „სხვა არხზე” გადაერთო, იგი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უჯდა ბანქოს სათამაშო მაგიდას. ამ მხრივ, იგი რაღაცნაირად კი უმკლავდებოდა დეპრესიულ შემოტევებს, თუმცა… სამაგიეროდ მან სხვა არანაკლებ საშინელი დაავადება აიკიდა. დაავადება, რომელსაც აზარტული თამაშებისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულება ჰქვია. – (ავტორი გენია.ჯი)