ჯეიმზ კამერონი – „ეპიზოდი”
„ადამიანთა უმრავლესობა მიცნობს, როგორც კინორეჟისორს, თუმცა ოკეანე და მისი კვლევა ჩემთვის ყოველთვის უფრო საინტერესო რამ გახლდათ სხვა დანარჩენებზე”. – ამ სიტყვების ავტორს წარმოადგენს გენიალური კანადელი კინორეჟისორი და დიდი ფრანგი ოკეანოლოგის – ჟაკ-ივ კუსტოს გულმხურვალე ფანატი - ჯეიმზ ფრენსის კამერონი. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, ოკეანეზე უზომოდ შეყვარებული კინოხელოვანი გახლდათ ის პირველი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც მარტოდმარტომ მიაღწია წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში განთავსებული „მარიანას ღარის” ფსკერამდე. მანამდე, კერძოდ კი 1960 წელს, დედამიწის ამ უღრმეს ადგილს (ერთობლივად) აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერი – ჯონ უოლში და შვეიცარიელი ოკეანოლოგი – ჟაკ პიკარი სტუმრობდა მხოლოდ და მხოლოდ. თუმცა მათგან განსხვავებით, ჯეიმზმა „მარიანას ღარის” ფსკერზე გაცილებით დიდხანს დაჰყო, ვიდრე მისმა წინამორბედებმა (ჯონ უოლშმა და ჟაკ პიკარმა 20 წუთი, ხოლო კამერონმა 3 საათი).
გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ „ტიტანიკის” ისტორიის შესაშურად მცოდნე კინორეჟისორი ამავე სახელწოდების მქონე ფილმის გადაღების წინ, პირადად 10-ჯერ ჩაეშვა ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე იმ მიზნით, რომ სათანადოდ შეესწავლა დაძირული ხომალდის თითოეული ნიუანსი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, ჯეიმზს ახლობელთა წრეში მოფერებით – „ზღვის ადამიანს” უწოდებენ. – (ავტორი გენია.ჯი)