სინდები – „ეპიზოდი”
კრასნოდარის მხარეში არსებულ ტამანის ნახევარკუნძულზე ძვწ.აღ-ით I ათასწლეულსა და ახ.წ.აღ-ით I საუკუნეში მობინადრე ხალხი – სინდები, რომელიც შავი ზღვის ჩრდილოეთით მაცხოვრებელ ხალხთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვნებით გამოირჩეოდა, რამდენიმე უცნაურ ტრადიციას ატარებდა. (ავტორი გენია.ჯი) მათი ერთ-ერთი უჩვეულო ტრადიციის შესახებ ინფორმაცია (რომელიც თავის მხრივ, ადამიანის დასაფლავებასთან არის დაკავშირებული) დიდმა ძველ ბერძენმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა – ნიკოლოზ დამასკელმა შემოგვინახა. მისი ცნობით, სინდები ერთობ საკვირველი მეთოდით უსვამდნენ ხაზს გარდაცვლილი ნათესავი მამაკაცის დამსახურებებსა და ღირსებას. კერძოდ: დასაფლავების შემდგომ, ისინი ახლადდაკრძალულის საფლავზე იმ რაოდენობის თევზს ყრიდნენ, რა რაოდენობის მტერიც ჰყავდა მას მოკლული სიცოცხლის ჟამს. საფლავზე დაყრილი თევზი დროთა განმავლობაში ლპებოდა და საშინელ სუნს აფრქვევდა. საინტერესოა ისიც, რომ, რაც უფრო შორს გავიდოდა საფლავიდან ეს ამაზრზენი სუნი, მით უფრო მიანიშნებდა იგი ახლადდაკრძალულის განსაკუთრებულ დამსახურებებსა და ღირსებაზე. – (ავტორი გენია.ჯი)
სინდების განსახლების რეგიონი შავი ზღვის სანაპიროზე