სომერსეტ მოემის ნააზრევი…
„ვის არ უთქვამს ტყუილი, თანაც ერთი კი არა – ასზე არა ნაკლები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთი შეხედვით საოცარია, რომ ჩვენი საკუთარი შეცოდება ნაკლებად საზიზღარი გვეჩვენება, ვიდრე სხვისი. ალბათ იმიტომ, რომ ვიცით ყველა ის გარემოება, რომელთაც გამოიწვიეს ჩვენი შეცოდება და შეგვიძლია საკუთარ თავს ვაპატიოთ ის, რასაც სხვას ვერ ვაპატიებთ”.
* * *
„ადამიანთა უმეტესობა შემთხვევით ცხოვრობს – ბედს მიჰყვება”.
* * *
„გადავწყვიტე, რადგან ერთხელ ვცხოვრობ, მოდი, ცხოვრებას ყველაფერს დავცინცლავ-მეთქი”.
* * *
„თავი არავის შეაწყინო, არც ძალიან ყბედი უნდა იყო და არც ძალიან ჩუმი, ალღოს აღება უნდა შეგეძლოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უბრალოება და ბუნებრიობა კეთილშობილების უტყუარი ნიშანია”.
* * *
„სრულყოფილებას ერთი დიდი ნაკლი აქვს: შეიძლება თავი მოგაბეზროს”.
* * *
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ კეთილ საქმეებს ყურადღებას არ აქცევენ და ცუდის ჩადენით კი იტანჯებიან”.
* * *
„დემოკრატიულ საზოგადოებაში წარმოუდგენელია მოიპოვო ძალაუფლება, ხალხის ყურადღებას თუ არ მიიპყრობ”.
* * *
„ბოლოს და ბოლოს დგება დრო, როდესაც სიკვდილს ანგარიში უნდა გაუწიო”. – (ავტორი გენია.ჯი)