ვივიენ ლი – „ეპიზოდი”
ულამაზესი ოსკაროსანი ბრიტანელი მსახიობი ქალი – ვივიენ მერი ჰარტლი (1913-1967 წლები), იგივე – ვივიენ ლი, ვინაც თავისი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი თეატრს უფრო მიუძღვნა, ვიდრე კინოს, მეამბოხე სულისა და ურჩი ბუნების ქალბატონს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) მისთვის არ არსებობდნენ ავტორიტეტები, რასაც ქვემოთ მოყვარული ერთი პატარა ისტორიაც კარგად მოწმობს.
ყველასათვის საყვარელი ფილმის – „ქარწაღებულნი”-ს გადაღება, სადაც ერთ-ერთი მთავარი გმირის (სკარლეტ ო’ჰარას) როლს ვივიენი ასრულებდა, თავდაპირველად კინორეჟისორმა – ჯორჯ კიუკორმა დაიწყო. თუმცა იგი მალევე ჩაანაცვლა მეორე რეჟისორმა – ვიქტორ ფლემინგმა. რამდენიმე ხანში ვიქტორი მესამე რეჟისორმა – სემ ვუდმა შეცვალა. შედეგად, ამერიკელი მწერალი ქალის – მარგარეტ მიჩელის რომანის „ქარწაღებულნი”-ს მიხედვით გადაღებულ ეგზომ პოპულარულ ფილმს ერთბაშად სამი რეჟისორი იღებდა სხვადასხვა პერიოდებში. რეჟისორთა ესოდენ ხშირი ცვლილებები განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევდა ვივიენში, ვინაც თითოეულ ასეთ შემთხვევაში საჯაროდ გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას და შეიძლება ითქვას, ერთგვარ ჯანყსაც კი აწყობდა.
ერთ დღეს, ვივიენმა გადასაღებ მოედანზე მყოფ ფილმის კინორეჟისორს – ვიქტორ ფლემინგს მარგარეტ მიჩელის წიგნი „ქარწაღებულნი” მიუტანა და თავისი უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ფილმში სცენარი რომანში მოთხრობილი სიუჟეტების მიხედვით არ ვითარდებოდა. გაგიკვირდებათ და, რეჟისორმა, რომელიც თავის შედევრ-ფილმს სწორედ რომ აღნიშნული წიგნის მიხედვით იღებდა, ვივიენს ძალიან უკმეხად მიუგო: „მოაშორე ეს წყეული წიგნი აქედან”. – (ავტორი გენია.ჯი)