გიორგი ვიცინი – „ეპიზოდი”
თეატრისა და კინოს ცნობილი რუსი მსახიობის – გიორგი ვიცინის (1917-2001 წლები) ცხოვრება მართლაც რომ უამრავი საინტერესო მოვლენით იყო დატვირთული. (ავტორი გენია.ჯი) ამბობენ, რომ ცხოველების მოყვარული ხელოვანი, რომელიც არასოდეს ეტანებოდა ალკოჰოლურ სასმელებს, ბევრად მეტად აფასებდა ცხოველებს, ვიდრე ადამიანებსო. ამიტომაც იყენებდა იგი ყოველთვის თავისი ხელფასის და შემდგომ, პენსიის გარკვეულ ნაწილს ქუჩაში მობინადრე ცხოველების გამოსაკვებად.
ჯანმრთელი ცხოვრების წესის მოყვარული მსახიობი ჭირის დღესავით გაურბოდა ექიმებს. ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ვიცინი მაშინაც კი არ ეწვია სტომატოლოგს, როდესაც კბილების გარკვეული ნაწილი დაკარგა. იშვიათად და ისიც განსაკუთრებულ შემთხვევებში მოიხმარდა მედიკოსთა მიერ დანიშნულ წამალს.
საინტერესოა ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში გიორგი სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა ნადეჟდა ტოპოლევოასთან. ქალთან, რომელიც მასზე 17 წლით უფროსი იყო. 19 წლის ასაკში მყოფმა ვიცინიმ იგი მაშინ გაიცნო, როცა ნადეჟდა უკვე იმყოფებოდა 36 წლის ასაკში. კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ სანამ მსახიობი ტოპოლევაიაზე იქორწინებდა, მანამდე ნადეჟდა გიორგის ერთ-ერთი მასწავლებლის ცოლს წარმოადგენდა. შესაბამისად, მას გარკვეული ხნის განმავლობაში ცოლად ესვა ის ქალი, რომელიც საკუთარ მასწავლებელს წაჰგვარა.
მიუხედავად დაშორებისა, ვიცინის თავისი მზრუნველობა მაინც არ მოუკლია ყოფილი მეუღლისთვის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი ყოველთვის ამარაგებდა მას პროდუქტებითა და საჭირო წამლებით. – (ავტორი გენია.ჯი)