ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – „ეპიზოდი”
„ვენის კლასიკური სკოლის” ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი წარმომადგენელი – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827 წლები) პირველი მუსიკოსი გახლდათ ისტორიაში, ვინაც არა მარტო მის მიერ დაწერილი მუსიკალური ნაწარმოებებიდან იღებდა შემოსავალს, არამედ სოლო საკონცერტო წარმოდგენებიდანაც. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა, რომ იგი თავისუფალი კომპოზიტორი გახლდათ და მუდმივი ანაზღაურება არ გააჩნდა, მდიდარი შემკვეთების სოლიდური ჰონორარები მაინც აძლევდა საშუალებას, ნორმალურ საყოფაცხოვრებო პირობებში ეცხოვრა და სხვა სახელოვანი კოლეგების მსგავსად, სიდუხჭირით არ გაწამებულიყო. გარდა ამისა, ლუდვიგს სამმა მდიდარმა ავსტრიელმა მეცენატმა დაუნიშნა – „სამუდამო პენსია”. ასეთი შემთხვევა კი, მანამდე არსად არასდროს არ ყოფილა დაფიქსირებული.
ფინანსურად წელგამართული გერმანელი კომპოზიტორი განსაკუთრებით ბევრ ფულს ახარჯავდა თავის საყვარელ ნათესავს – კარლს. კარლს, რომელსაც მუსიკის გერმანელი მეტრი წერილებში – „ძვირფას შვილად” მოიხსენიებდა. მოგვიანებით, უფრო კონკრეტულად კი, სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში ლუდვიგს საკუთარი თავისთვისაც მოუხდა დიდი ფულის გაღება. ბეთჰოვენის დანაზოგის სოლიდური ნაწილი ამჯერად მის მკურნალ ექიმებს ერგოთ. – (ავტორი გენია.ჯი)