ჩრდილოეთ კორეა – „ეპიზოდი”
ცნობილი ფაქტია, რომ აღმოსავლეთ აზიაში განთავსებულ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც ღვთაებების რანგში ჰყავთ აყვანილი ქვეყნის ყოფილი და ამჟამინდელი მმართველები, თითოეული ოჯახი ვალდებულია მისაღები ოთახის საჩვენებელ კედელზე ჩამოკიდებული ჰქონდეს – კიმ ირ სენის და კიმ ჩენ ირის მოდიდო პორტრეტები. (ავტორი გენია.ჯი) იმ შემთხვევაში, როცა, რომელიმე ჩრდილოკორეულ ოჯახში ხანძარი გაჩნდება, მეხანძრეები იმას კი არ ცდილობენ, ცეცხლმოკიდებული შენობა-ნაგებობიდან მოქალაქეები გაიყვანონ, არამედ უპირველეს ყოვლისა, მათ საზრუნავს წარმოადგენს ხანძრისაგან დაიხსნან სახლის კედლებზე დაკიდებული ქვეყნის ყოფილი ლიდერების პორტრეტები. ისინი მოქალაქეების დახმარებას მხოლოდ აღნიშნული „სპეცოპერაციის” წარმატებიით დასრულების შემდგომ იწყებენ. – (ავტორი გენია.ჯი)